მიზანი-ჯანსაღი ცხოვრების ადვოკატი

ჩემი ბლოგის გაცნობის შემდეგ ალბათ დაგებადათ კითხვა, რატომ მაინ და მაინც ჯანსაღი ცხოვრების ადვოკატი? პასუხი მარტივია-ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია, ამიტომ ჩემი მიზანია საზოგადოებას გავაცნო ჯამრთელობის ფასი და ის პრობლემები რომლებიც ამ საკითხთანაა დაკავშირებული და ერთად ვეძიოთ გზები ამ წინააღმდეგობების გადასაჭრელად. ასევე მოგაწოდებთ ინფორმაციას ხაშურის რაიონის სპორტული  და ჯანსაღი ცხოვრების დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ.

ყველა ადამიანის თვისებაა, რომ მილოცვის თუ დალოცვის დროს ერთმანეთს ჯამრთელობას უსურვებთ, აქედან გამომდინარე საზოგადოებისთვის ჯამრთელობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ვაკეტებთ რამეს მის შესანარჩუნებლად? ბევრი იტყვის რომ მისდევს ჯანსაღი ცხოვრების წესს, მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია როცა  გარშემო ჰაერი დაბინძურებულია, ვჭამთ საკვებს რომელიც მავნებელია ორგანიზმისთვის,ვსვამთ წყალს რომელიც უამრავ სიცოცხლისთვის საშიშ მინარევს შეიცავს,ვხედავთ ჩვენს გარშემო სასმელზე დამოკიდებულებს, ნარკომანებს,მწეველებს, მაგრამ არაფერს ვაკეთებთ მათ დასახმარებლად.ეს ყველაფერი ჩვენი, საზოგადოების პრობლემაა,რომელსაც ისევ და ისევ ჩვენ თუ გამოვასწორებთ. სწორედ ამაში მდგომარეობს ჩემი ბლოგის მიზანი. მე მოგაწოდებთ ინფორმაციებს, წარმოვაჩენ ამა თუ იმ პრობლემას და შევეცდები თქვენთან ერთად ვეძიო მათი გადაჭრის გზები.

პირველი ნაბიჯები

მოგესალმები სოციალურო პრესა.. მოგესალმებით საყვარელო ბლოგერებო.. ეს ჩემი პირველი ნაბიჯებია ბლოგების ჯადოსნურ და საინტერესო სამყაროში.. მე ყველაფერს გავაკეთებ რომ გავხდე აქტიური წარმომადგენელი სოციალური ქრელისა და ჩემს მომავალ მკითხველს სიახლეებით სავსე სამყარო შევთავაზო.  ამ პროფესიასთან შეჭიდებით უკვე დამეკისრა ის დიდი პასუხისმგებლობა რომელსაც ბლოგერობა ეწოდება და ვალდებულება ჩემი მკითხველების მიმართ მივაწოდო სანდო და ჭეშმარიტი ინფორმაცია, იმ საკითხთან დაკავშირებით რაც ჩემი ბლოგის მთავარი მამოძრავებელი ღერძია, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მარტო, ერთგული მკითხველის გარეშე,  ვერაფერს გავხდები, ამიტომ მე ყველაფერს გავაკეთებ მათ დასაინტერესებლად,  გავხდები სისტემატური მკითხველი და გამზიარებელი სხვა ბლოგერების პოსტებისა, რადგან მჯერა რომ რთულია გახდე კარგი მწერალი თუ არ ხარ კარგი მკითხველი სხვისი შემოქმედებისა.. ბლოგერების სამყარო ერთგვარი ერთიანობაა.. და ისიც ნათელია რომ ძალა ერთობაშია, ამიტომ ნუ დაიშურებთ კომენტარებს, კრიტიკას, რჩევებს, შენიშვნებს აქტიურად იკითხეთ და ჩაებით დისკუსიებში, რადგან ყოველი ჩვენს მიერ განხორციელებული ამოცანა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება სამოქალაქო განათლების ამაღლებისკენ და დემოკრატიისკენ

ჩემი ბლოგის იდეაზე და მიზანზე კი  შემდეგ პოსტში გესაუბრებით..