ბლოგის მიზანი

ჩემი ბლოგის გაცნობის შემდეგ ალბათ დაგებადათ კითხვა, რატომ მაინ და მაინც ჯანსაღი ცხოვრების ადვოკატი? პასუხი მარტივია-ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია, ამიტომ ჩემი მიზანია საზოგადოებას გავაცნო ჯამრთელობის ფასი და ის პრობლემები რომლებიც ამ საკითხთანაა დაკავშირებული და ერთად ვეძიოთ გზები ამ წინააღმდეგობების გადასაჭრელად. ასევე მოგაწოდებთ ინფორმაციას ხაშურის რაიონის სპორტული  და ჯანსაღი ცხოვრების დადებიტი და უარყოფითი მხარეების შესახებ.

ყველა ადამიანის თვისებაა, რომ მილოცვის თუ დალოცვის დროს ერთმანეთს ჯამრთელობას უსურვებთ, აქედან გამომდინარე საზოგადოებისთვის ჯამრთელობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ვაკეტებთ რამეს მის შესანარჩუნებლად? ბევრი იტყვის რომ მისდევს ჯანსაღი ცხოვრების წესს, მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია როცა  გარშემო ჰაერი დაბინურებულია, ვჭამთ საკვებს რომელიც მავნებელია ორგანიზმისთვის,ვსვამთ წყალს რომელიც უამრავ სიცოცხლისთვის საშიშ მინარევს შეიცავს,ვხედავთ ჩვენს გარშემო სასმელზე დამოკიდებულებს, ნარკომანებს,მწეველებს, მაგრამ არაფერს ვაკეთებთ მათ დასახმარებლად.ეს ყველაფერი ჩვენი, საზოგადოების პრობლემაა,რომელსაც ისევ და ისევ ჩვენ თუ გამოვასწორებთ. სწორედ ამაში მდგომარეობს ჩემი ბლოგის მიზანი. მე მოგაწოდებთ ინფორმაციებს, წარმოვაჩენ ამა თუ იმ პრობლემას და შევეცდები თქვენთან ერთად ვეძიო მათი გადაჭრის გზები.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: